Thursday, 08 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგები ცნობილია

დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპის მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცესი. დირექტორობის კანდიდატებმა მათ მიერ შესრულებული ნამუშევრებისა და შედეგების სანახავად სისტემაში უნდა გაიარონ ავტორიზაცია. დირექტორობის კანდიდატებს უფლება აქვთ ტესტირებასთან  (ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან) დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინონ საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2024 წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე. […]

admin12.04.2024

ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს: გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის მიმართ, თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას

გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით. თქვენ დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას. – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო და გერმანია მჭიდრო პარტნიორები არიან. „ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ არსებობს […]

admin12.04.2024

გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

admin12.04.2024

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახეთს შორის. „ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და ყაზახეთში დიდ პატივს სცემენ ქართველ ხალხს, ისტორიასა და კულტურას, რაზეც მეტყველებს ყაზახი ტურისტების მზარდი რიცხვი საქართველოში. ასევე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ფეხბურთის […]

admin12.04.2024

1-ელი ივლისიდან მასწავლებელთა 93%-ს ხელფასი გაეზრდება პროპორციულად 2023-2024 წლების საათობრივი დატვირთვების შესაბამისად, აქედან სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება, დანარჩენ 23%-ს – 400, 300, 200 ლარით

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების კანონის“ ცვლილება მასწავლებელთა საშვებულებო ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ცვლილების თანახმად, მასწავლებლები 2023-2024 სასწავლო წლის საათობრივი დატვირთვის შესაბამის გაზრდილ  ანაზღაურებას 2024 წლის 1-ელი ივლისიდან საშვებულებო პერიოდში აიღებენ. ახალი სახელფასო სისტემით მასწავლებელთა 93%-ს ხელფასი გაეზრდება პროპორციულად 2023-2024 წლების […]

admin11.04.2024

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 5,2%-ამდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, რაც ბანკის წინა პროგნოზს, რომელიც 2024 წლის იანვარში გამოქვეყნდა, 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამასთან, გაუმჯობესებულია 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რაც, 4.5%-ის ნაცვლად, 5%-ზე არის ნავარაუდევი. „ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს, სავარაუდოდ, 5.2 პროცენტის […]

admin11.04.2024

ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტად გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის […]

admin11.04.2024

აშშ-ში საწვავისა და საცხოვრებლის გაძვირების გამო ინფლაცია იზრდება

გასულ თვეს აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, რაც იმის ნიშანია, რომ ინფლაციის შენელების წინააღმდეგ ბრძოლა შეჩერდა. აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ცნობით, 12 თვის განმავლობაში, მარტამდე, ფასები 3.5%-ით გაიზარდა – თებერვალში 3.2%-იდან. როგორც BBC  იტყობინება, ზრდა საწვავის, საცხოვრებლის, საკვებისა და ტანსაცმლის მაღალმა ხარჯებმა გამოიწვია. ანალიტიკოსები აფრთხილებდნენ, რომ ფასების ზრდის შეკავებაში პროგრესის არარსებობა აიძულებდა აშშ-ის ცენტრალურ ბანკს, […]

admin11.04.2024

ირაკლი კობახიძე: მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ

ოპოზიცია აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც, – ამის […]

admin10.04.2024

ლონდონსა და თბილისს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, კონსულმა კლერ ოლბლესმა სამინისტროში შეხვედრა გამართეს, რომელსაც ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ბრიტანეთის საელჩოს სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელი ნინო გამხარაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრეს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორივე მხარე აქტიურად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის […]

admin10.04.2024