Thursday, 08 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. „კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ […]

admin03.06.2024

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება

საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას. მისივე თქმით, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები […]

admin03.06.2024

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად,  საუდის არაბეთში, ერ-რიადში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Riyadh Travel Fair”. 3-დღიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა. Riyadh Travel Fair-ზე, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200-ზე მეტი კომპანია […]

admin03.06.2024

სტოლტენბერგმა არაფრად ჩააგდო პუტინის გაფრთხილება, რომ უკრაინის მიერ დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებამ შესაძლოა, ესკალაცია გამოიწვიოს

GUARDIANGE – ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა არაფრად ჩააგდო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილება, რომ უკრაინის მიერ დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოყენებაზე ნების დართვამ, შესაძლოა, ესკალაცია გამოიწვიოს. პრაღაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, 31 მაისს საუბრისას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს მსგავსი გაფრთხილებები მანამდეც არაერთხელ მოუსმენია და თავდაცვა არ არის ესკალაცია. „აქ ახალი არაფერია. უკვე დიდი ხანია, […]

admin01.06.2024

1-ელი ივლისიდან ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებები შედის

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის“ ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა. ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს […]

admin31.05.2024

ეკონომიკის სამინისტრო: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კონსორციუმთან დაკავშირებით. უპირველესად, გვსურს განვმარტოთ, რომ ჩინურ-სინგაპურული […]

admin30.05.2024

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა, მიღებული კანონი თავიდან ბოლომდე შეესატყვისება სტრასბურგის პრაქტიკას

გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და სტრასბურგის პრაქტიკას თავიდან ბოლომდე შეესატყვისება კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის კანონს ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო ევროპული სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, გაიზიარებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას? ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შეჩერება არის […]

admin30.05.2024

30 მაისიდან, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ბრუნდება ტრადიციული აქციით – “ქეშბექობანა”

ლიბერთის მომხმარებლები, აქციაში ჩართულ პარტნიორ ობიექტებში ლიბერთის ნებისმიერი ბარათით გადახდისას შეძლებენ მომენტალურად დაიბრუნონ ყველაზე მაღალი ქეშბექი –  60%-მდე. აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტებია 30 მაისი – მინისო/Miniso 40% ქეშბექი – ლიმიტი 100 ლარი (ტოპ.ქარდით გადახდის შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ თანხის გადანაწილების სერვისი) 30-31 მაისი – EDUtoys/ედუთოის  (მაღაზია, ელ.კომერცია) 50% ქეშბექი – ლიმიტი 100 ლარი 30-31 მაისი – ORIGINAL MARINES/MAYORAL 30% ქეშბექი – ლიმიტი […]

admin29.05.2024

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, რომელიც გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა, ChinaCommunications Construction Company Limited-მა წარადგინა. „როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები […]

admin29.05.2024

სებ-ის მიერ სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარის გაყიდვის შედეგად, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა

2024 წლის 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829  შეადგინა.

admin28.05.2024