Thursday, 08 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

კახა კალაძე: არავის ეშინია ამ სანქციების, ჩვენ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს

სავიზო შეზღუდვების დაწესება არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, არ ცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე და ხვალინდელ დღეზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველო მზად არის, რათა სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს და იყოს ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები. „ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით. განცხადება გუშინაც გაკეთდა. […]

admin07.06.2024

პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ რუსეთმა შესაძლოა, შორი მანძილის იარაღი მიაწოდოს მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონს, დასავლურ სამიზნეებზე თავდასხმისთვის

GUARDIANGE – პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ რუსეთმა შესაძლოა, შორი მანძილის იარაღი მიაწოდოს სხვებს დასავლური სამიზნეების დარტყმისთვის, რაც საპასუხო ნაბიჯი იქნება ნატო-ს მოკავშირეებისადმი, რომლებიც უკრაინას ნებას რთავენ მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოიყენონ. პუტინმა ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ იგი დაინახვს, რომ მის სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრება. დასავლეთის ბოლო მოქმედებები კიდევ […]

admin07.06.2024

ამერიკამ საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვები დააწესა

დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. „აშშ კვლავაც ღრმადაა შეშფოთებული „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მათი ბოლო განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები აჩენს საფრთხეს საქართველოს […]

admin07.06.2024

ირაკლი კობახიძე: ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება. „ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს […]

admin06.06.2024

ბათუმში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს – მიმდინარეობს მათი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. სპეციალური ოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა […]

admin06.06.2024

ჯიპიაის, Mastercard-ის და ლიბერთის ერთობლივი ინოვაციური სერვისი

მიიღე სადაზღვევო ანაზღაურება მომენტალურად – დღეიდან, მომხმარებლები კიდევ ერთი ინოვაციური სერვისით ისარგებლებენ, რომელსაც Mastercard, ჯიპიაი და ლიბერთი ერთობლივად განახორციელებენ. პირველად, ქართულ ბაზარზე, სადაზღვევო ანაზღაურების ინოვაციური სერვისი დაინერგა, რომელიც საბანკო ბარათზე, ნებისმიერი ტიპის ანაზღაურების მომენტალურ ასახვას გულისხმობს. დღემდე, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, ზარალის ანაზღაურება სტანდარტულად, გარკვეული პერიოდის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშზე ხორციელდებოდა.,ახალი ინიციატივა კი მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას […]

admin06.06.2024

სერგეი ლავროვი: უკრაინაში ნებისმიერი ფრანგი სამხედრო „ლეგიტიმური სამიზნე“ იქნება რუსული ძალებისათვის

GUARDIANGE – ნებისმიერი ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორი უკრაინაში იქნება „კანონიერი სამიზნე“ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 4 ივნისს, აფრიკის ტურნეს დროს, სადაც დასავლეთთან იმედგაცრუებამ რამდენიმე ქვეყანას მოსკოვისკენ ააღებინა გეზი. ლავროვმა ეს განცხადება კონგოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟან კლოდ გაკოსოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „რაც შეეხება ფრანგ ინსტრუქტორებს, ვფიქრობ, ისინი უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან“, – […]

admin05.06.2024

ილია დარჩიაშვილი: გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს

ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა. რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, […]

admin05.06.2024

Mastercard და ლიბერთი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი შეიქმნა 2024 წელს, პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. ეს რეგიონები აწყდებიან მათი გარემოსთვის დამახასიათებელ უნიკალურ გამოწვევებს, […]

admin05.06.2024

კრემლი მიესალმება თურქეთის გაცხადებულ ინტერესს გაწევრიანდეს BRICS-ში

GUARDIANGE – რუსეთი მიესალმება თურქეთის ინტერესს გაწევრიანდეს BRICS-ში, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 4 ივნისს. მედიის ცნობით. უფრო ადრე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა თქვა, რომ თურქეთს სურს გახდეს BRICS-ის წევრი და დააკვირდება ორგანიზაციაში განვითარებულ მოვლენებს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი მივესალმებით მეზობელი სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორის, როგორიცაა თურქეთი, BRICS-ის მიმართ გაზრდილ ინტერესს“, – […]

admin05.06.2024