Thursday, 08 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

თბილისში, თამარაშვილის გამზირისა და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა

მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე პანდუსი ეწყობა, რომლის საშუალებითაც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.  ზოგადად, არსებული გზა პრობლემას წარმოადგენდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა ავტობუსებთან, იქმნებოდა საცობი. ახალი პანდუსი დაარეგულირებს ამ ყველაფერს. აღნიშნული პროექტი აგვისტოს […]

admin17.06.2024

გიორგი ამილახვარი: 2024 წლის ბოლომდე მასწავლებლების კარიერული განვითარების ახალ სქემას წარვადგენთ

პედაგოგებთან დაკავშირებით წლის ბოლომდე კარიერული განვითარების ახალ სქემას წარვადგენთ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. „ახალი სახელფასო პოლიტიკის კვალდაკვალ, ასევე იწყება მუშაობა კარიერული განვითარების სქემაზე, რომელიც პედაგოგებს შეეხება. ვისაც კი დაწყებული ჰქონდა სტატუსის ამაღლების პროცესი აქამდე მოქმედი სქემით, არცერთს არ შევუზღუდავთ ამ […]

admin17.06.2024

განათლების სამინისტრო მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება. მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხს და, რა თქმა […]

admin17.06.2024

საქართველოს მთავრობა: 500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს, 700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს, 800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს

საქართველოს საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით: 500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს 600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს 700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს 800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება. “როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო […]

admin17.06.2024

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 13.2 პროცენტით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.2 პროცენტით, ანუ 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.2 პროცენტით მეტია; ინფორმაცია […]

admin17.06.2024

2024 წელს საქართველო ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს და 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ელოდება

ტურიზმსა და ავიაციაში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კვარტალურ ჭრილში დაფიქსირდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან – 808 მილიონი დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40 პროცენტით გადააჭარბა. „ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ მილიონ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით არის 8-პროცენტიანი ზრდა. […]

admin17.06.2024

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ბიუჯეტის 360 მილიონი ლარით გაზრდის შესაძლებლობას

პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას – შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიუჯეტის ზრდა გადანაწილდება ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებზე, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებაზე. „რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, როგორც მოგეხსენებათ, […]

admin17.06.2024

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ განვაგრძობთ NATO-ს გაფართოებას უახლოეს მომავალში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს უკრაინას, თუ რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად, – განაცხადა ბრიუსელში, ნატოს ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საპასუხოდ. „ამ უსამართლო და არაპროვოცირებული შემოჭრის დროს დაიჭრა და დაიღუპა რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი. მას შეეძლო დღესვე […]

admin17.06.2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება – დირექტორი

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორის, ანუშ ქახკციანის განცხადებით, ახლო მომავალში სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება და სოფელს თანამედროვე სტანდარტების სკოლა ექნება. როგორც დირექტორმა აღნიშნა, ჯერ მათთვის არ უცნობებიათ თუ კონკრეტულად როდის უნდა დაიწყოს საკმაოდ დიდი მოცულობის სკოლის კაპიტალური რემონტი, მაგრამ ის კი უთხრეს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროგრამაში, რომლის მიხედვითაც 2027 წლამდე საქართველოში […]

admin16.06.2024

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით. განიხილეს მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს მთავრობის […]

admin16.06.2024