Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

ჯო ბაიდენმა ნატო-ს ლიდერებს ვაშინგტონში განუცხადა, რომ სამხედრო ალიანსი „უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა ნატოს ლიდერებს ვაშინგტონში ძლიერი გამოსვლით, რომელიც თითქოსდა დაარწმუნებდა მოკავშირეებს საზღვარგარეთ და შინ, რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს დონალდ ტრამპთან საარჩევნო გამოწვევას. როგორც BBC იტყობინება, სამიტის გახსნაზე მოკლე, მაგრამ ძლიერი გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსი „უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, მაშინ, როცა ის „გადამწყვეტი მომენტის“ წინაშე აღმოჩნდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის […]

admin10.07.2024

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე გახდა შესაძლებელი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი […]

admin10.07.2024

ლიბერთის და Mastercard-ის ერთობლივი პროექტი გრძელდება

ლიბერთი, Mastercard-თან ერთობლივ, ფინანსური განათლების ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSME), განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, რომელიც “ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში შეიქმნა. ამჯერად, პროექტი ახმეტაში, “კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრში” ჩატარდა და კახეთში მცხოვრები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები (MSME), მომავალი ანტრეპრენერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. Mastercard-ის […]

admin08.07.2024

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეთა ალიანსმა გაიმარჯვა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო აბსოლუტური უმრავლესობა, რისთვისაც 289 მანდატია საჭირო, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა. პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი „ახალი ფრონტი“ იკავებს 182 მანდატით, მეორე ადგილზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიციაა 163 მანდატით, ხოლო მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ – […]

admin08.07.2024

თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შექმნა

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შექმნა. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. თბილისის მერიის ცნობით, უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. როგორც თბილისი მერიაში აცხადებენ, მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების […]

admin07.07.2024

გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი: „ცვლილებები დაუყოვნებლივ იწყება“

GUARDIANGE – გაერთიანებული სამეფოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებული „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. მან თქვა, რომ სულ ახლახან მიიღო მეფის შეთავაზება მომავალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. „ცვლილებები დაუყოვნებლივ იწყება“, – განაცხადა სტარმერმა პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წარმოთქმული სიტყვით გამოსვლისას. მან მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, რიში სუნაკს და აღნიშნა მისი, როგორც ამ ქვეყნის […]

admin05.07.2024

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტებმა“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს

GUARDIANGE – ეგზიტპოლის თანახმად, „ლეიბორისტებმა“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს დიდ ბრიტანეთში 4 ივლისს გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გახდება. მოსალოდნელია, რომ „ლეიბორისტები“ 410 მანდატს მოიპოვებენ, „კონსერვატორები“ კი 131 ადგილს, რაც „კონსერვატიული პარტიის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. ჰოლბორნსა და სეინტ პანკრასში თავისი ადგილის მოპოვების შემდეგ, სტარმერმა თქვა,  რომ „ცვლილება […]

admin05.07.2024

ბაიდენი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარს არ იტყვის და ბოლომდე იბრძოლებს

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 3 ივლისს „დემოკრატების“ მაღალჩინოსნების და საარჩევნო კამპანიის თანამშრომლების დამშვიდებას შეეცადა, დონალდ ტრამპთან გასულ კვირას გამართული კატასტროფული დებატების შემდეგ. BBC-ის ცნობით, ბაიდენმა თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, დახურულ ვახშამზე, თავისი მომავალი განიხილა, რადგან იზრდება სპეკულაციები იმის შესახებ, შეცვლის თუ არა კამალა ჰარისი მას, როგორც „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს 2024 წლის ნოემბრის […]

admin04.07.2024

სიახლე: სოციალურ ბარათებზე პინ-კოდის ვადის გაგრძელება დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე

ლიბერთი განაგრძობს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას და მომსახურების გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ახალი სერვისი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, პინ-კოდის ვადის დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე გაგრძელების სერვისია.  სოციალური ტიპის ბარათზე პინ-კოდის ვადის გაგრძელების ფუნქცია ID ბარათის ან ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებისთვის არის ხელმისაწვდომი და საჭიროა მხოლოდ ვიდეო კამერით აღჭურვილი ნებისმიერი სმარტფონი ან კომპიუტერი.  „მოხარული ვართ, რომ […]

admin04.07.2024

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო – გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 147-ე საჯარო სკოლას ეწვია და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. მინისტრმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი მიაღწევს სასურველ შედეგს და სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებს. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოში არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში უზრუნველყოფილია მშვიდი და […]

admin03.07.2024