Thursday, 08 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

ირაკლი კობახიძე: ქართული დიასპორის გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა

საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ქვეყანა, სადაც კონსტიტუციის დონეზე დაეკისრა ხელისუფლებას ვალდებულება, რომ მუდმივად იზრუნოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე და საქართველოსთან მათი კავშირის შენარჩუნებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული დიასპორის გასაძლიერებლად, სახელმწიფო მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. „მოგესალმებით დიასპორის წარმომადგენლებს, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს […]

admin27.06.2024

არაბეთის გაერთიანებული საამიროები საქართველოსთვის საქონლისა და ცხვრის ხორცზე, თაფლზე, თხილზე და სხვა პროდუქტებზე ბაზარს ხსნის

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას წარმოადგენს, კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყანას შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას. „აღსანიშნავია, რომ […]

admin27.06.2024

ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს. აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას.  სცენარების მიმდინარე განახლება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არსებული გაურკვევლობის ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება. დოკუმენტში ასახულ სცენარებში, ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები მსოფლიოში არსებული […]

admin27.06.2024

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს, გუნდს ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი გადაეცემა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების […]

admin27.06.2024

ფეხბურთი – საქართველომ პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა

საქართველოს პირველი არხის პირდაპირი ტრანსლაცია – #ფეხბურთი  საქართველომ პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ორდღიანი შესვენება გამოცხადდება. 30 ივლისს კი, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. მერვედფინალი 29 ივნისი. შაბათი შვეიცარია 20:00 იტალია გერმანია 23:00 დანია 30 ივნისი, კვირა ინგლისი 20:00 სლოვაკეთი ესპანეთი 23:00 საქართველო 1 ივლისი, ორშაბათი საფრანგეთი 20:00 ბელგია პორტუგალია 23:00 სლოვენია 2 ივლისი, სამშაბათი რუმინეთი 20:00 ნიდერლანდები ავსტრია 23:00 თურქეთი მეოთხედფინალი 5 ივლისი, პარასკევი […]

admin27.06.2024

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ მოწოდებას, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მნიშვნელოვანია დროული რეაგირება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს. პაპუაშვილის თქმით, „მაშინ, როცა საქართველოს საზოგადოებას სურს, ქორწინება ან მსგავსი ურთიერთობა იყოს დაშვებული მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ მსგავსი კავშირების სამართლებრივი აღიარება“. „სამწუხაროა, რომ გარკვეულ შეფასებებს […]

admin26.06.2024

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2024 წლის მაისის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. 2024 წლის მაისში, სესხების წლიური ზრდა გასულ პერიოდთან შედარებით დაჩქარდა და გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 19% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. თუმცა საყურადღებოა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა, რომელიც უსწრებს საკრედიტო აქტივობის საერთო […]

admin26.06.2024

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა. კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უძღვებოდა და მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.  კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ. „კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს […]

admin26.06.2024

რუსეთის ჩრდილოეთ კორეასთან თავდაცვის შეთანხმებამ შესაძლოა უთანხმოება ჩამოაგდოს ჩინეთთან – ამერიკელი გენერალი

აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ოფიცრის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ურთიერთდაცვის შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეასთან აქვს პოტენციალი შექმნას დაპირისპირება ჩინეთთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო იზოლაციაში მყოფი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირე. „ჩვენ გვყავს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ახლა რაღაცნაირად ჩართულია, ასე რომ, ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება გამოიწვიოს (ჩინეთსა) და რუსეთს შორის. ასე რომ, საინტერესო იქნება ვნახოთ, […]

admin25.06.2024

აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი ჰანოის ეწვია პუტინის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჰანოიში სახელმწიფო ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, 22 ივნისს, აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა ვიეტნამში მოლაპარაკებები გამართა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ნდობა „ყველა დროის მაქსიმუმზეა“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში, დენიელ კრიტენბრინკი ამტკიცებდა, რომ მისი მოგზაურობა არ იყო დაკავშირებული პუტინის 20 ივნისს გამართულ ვიზიტთან. ვიეტნამმა გასულ წელს შეერთებული […]

admin24.06.2024