პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. მინისტრმა განათლების სისტემის მზარდ ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც 2024 წელს უპრეცედენტო ნიშნულს – 2.51 მილიარდს ლარს მიაღწია. სკოლამდელ განათლებაზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა ეთნიკური უმცირესობების გაძლიერების, მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და სახელმწიფო ენის […]