Sunday, 25 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.47 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აგვისტოს მდგომარეობით 8.14 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის […]

admin25.09.2026

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო, საქართველოს მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით – ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობითა და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება […]

admin25.09.2026

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 6.3 პროცენტამდე გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის სექტემბრის განახლებულ ანგარიშშია საუბარი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგნოზის ზრდა ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა. ამასთან, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ, რეგიონში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე შეზღუდული დარჩა. ADB-მა ასევე გაზარდა […]

admin23.09.2026

ტრამპი გაეროში გამოსვლისას ირანს „განადგურებით“ ემუქრება, პარალელურად კი აშშ-ირანის ოფიციალური პირები ერთმანეთს ხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი „დიდი გადაწყვეტილების“ წინაშე დგას, კვლავ დაარტყას ირანს თუ მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას შეეცადოს. როგორც BBC  იტყობინება, აშშ-ის პრეზიდენტის ნიუ-იორკში 22 სექტემბერს გაერო-ს ტრიბუნაზე გამოსვლას, რომელშიც მან განაცხადა, რომ კონფლიქტის მოუგვარებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ისლამური რესპუბლიკა „გაანადგუროს“, ირანის დელეგაციის ერთი წევრი ადევნებდა თვალყურს. აუდიტორიის წინაშე […]

admin23.09.2026

მთავრობას ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შეაქვს

საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება. ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ დღეს გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე. […]

admin22.09.2026

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.81%-ით ლიდერობს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ბიულეტენების 94.21 პროცენტის დამუშავების შემდეგ, პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.81 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზე „კომუნისტური პარტია“  გავიდა, ხმების 13.81 პროცენტით. „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 8.96 პროცენტი მიიღო, ხოლო „ახალმა ხალხმა“ – 7.97 პროცენტი. მეხუთე ადგილზეა „სამართლიანი რუსეთი“, 4.96 პროცენტით, და ხმების მცირე რაოდენობა აკლდება 5%-იანი ბარიერის გადასალახად და შესაბამისად, პარლამენტში მოსახვედრად. […]

admin21.09.2026

ირაკლი კობახიძე: 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%

რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ახერხებს ქვეყანა შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი. […]

admin18.09.2026

ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით, თბილისში რეგიონის მასშტაბით პირველად, 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. აღსანიშნია, რომ ამ ფორმატის ღონისძიება JP Morgan-თან თანამშრომლობით რეგიონში პირველად ჩატარდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის შეხვედრის მნიშვნელობას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე […]

admin18.09.2026

2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში ფულადი გზავნილების კლება დიდწილად რუსეთიდან გზავნილების წლიურად 87.7%-ით შემცირებამ განაპირობა. ამასთან, ძირითადი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები კვლავ მზარდია. […]

admin15.09.2026

საქართველოში, 81 000 ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის

ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, 80 ათასზე მეტ პირს ქონების გადასახადის ვალდებულება აღარ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის ახალმა უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა განაცხადა. „ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას […]

admin15.09.2026