მსოფლიოს ახალი ამბები

დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდწილად სიმართლეა“, რომ ირანის ომი გახდა „რესპუბლიკელების“ შუალედურ არჩევნებში დამარცხების მიზეზი, მაგრამ არა თავად ომი, არამედ ნავთობის ფასების ზრდა იყო მთავარი მიზეზი

admin 3 საათის წინ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდწილად სიმართლეა“, რომ ირანის ომი გახდა მისი „რესპუბლიკური პარტიის“ შუალედურ არჩევნებში დამარცხების მიზეზი, მაგრამ მისი შეფასებით, არა თავად ომი, არამედ ნავთობის ფასების ზრდა იყო მთავარი მიზეზი.

მანამდე, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა პირდაპირ დაასახელა ირანის ომი „რესპუბლიკელების“ წაგების მიზეზად“.

აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარზე დაბლა დაეცა – ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე.

ტრამპმა კონგრესში „დემოკრატებთან“ თანამშრომლობის შესახებ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუმცა დასძინა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას მათ მიერ მიღებულ კანონებზე.

შეკითხვაზე, ნანობდა თუ არა რამეს შუალედური არჩევნების კამპანიის წარმართვის თაობაზე, – ტრამპმა უპასუხა: „მე რომ ვყოფილიყავი ბიულეტენებში, ჩვენ გავიმარჯვებდით“.

მან დასძინა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიისას „რესპუბლიკურმა პარტიამ“ „სიყვარული“ ბიულეტენებში შეყვანილ კანდიდატებს ვერ გადასცა. „ეს იყო უზარმაზარი სიყვარული, ეს იყო მეტისმეტად საოცარი“, – თქვა მან.

შეკითხვაზე, წუხს თუ არა იმაზე, რომ „დემოკრატების“ მიერ კონგრესზე კონტროლის დამყარების შემდეგ მისი იმპიჩმენტის საკითხი ისევ შეიძლება დადგეს, პრეზიდენტმა უპასუხა: „მცირედითაც კი არა“.

მან აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი „გაანადგურებს დემოკრატიულ პარტიას“ და ის იქნება „უმიზეზო იმპიჩმენტი“.

„ჩვენი ქვეყანა ახლა უფრო წარმატებულია, ვიდრე ნებისმიერ დროს ყოფილა ისტორიაში“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისათვის, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ადრე ტრამპს ორჯერ გამოუცხადა იმპიჩმენტი, მაგრამ ის სენატმა გაამართლა.

guardiange.com