Wednesday, 03 June 2026
$ 2.67
3.10
£ 3.58
0.04
0.06

ტრამპმა პენტაგონს სთხოვა ვაშინგტონში ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი მოაწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს სთხოვა ქვეყნის დედაქალაქში ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი მოაწყოს. პრეზიდენტმა აღნიშნული თხოვნით მაღალი რანგის სამხედრო პირებს მას შემდეგ მიმართა, რაც გასულ წელს, საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო და გავრცელებული ინფრმაციით, დიდი შთაბეჭდილებები მიიღო. როგორც BBC წერს, ვაშინგტონ დი-სი-ში სამხედრო წარმოდგენები ჩვეულებისამებრ მხოლოდ მაშინ იმართება ხოლმე, როცა ომის დასასრული აღინიშნება. „დემოკრატებმა“ […]

admin07.02.2018

ტრამპს მისი ადვოკატები ურჩევენ, რომ უარი თქვას სპეციალურ პროკურორთან ინტერვიუზე

დონალდ ტრამპის ადვოკატებიდან რამდენიმემ პრეზიდენტს ურჩია, რომ არ დაუჯდეს ინტერვიუზე სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს, რომელიც რუსეთსა და ტრამპის კამპანიას შორის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო საიდუმლო შეთანხმებას იძიებს, იტყობინება The New York Times-ი ორშაბათს. გაზეთი ოთხ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც საქმის ვითარებას იცნობენ, აცხადებს, რომ ადვოკატები წუხან, რომ ტრამპის მცდარი განცხადებების გაკეთების მიდრეკილებიდან და საკუთარ თავთან […]

admin06.02.2018

ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა ვაშინგტონს ხელი აიღოს „ცივი ომის მენტალობაზე“

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ის მისი ბირთვული არსენალის უფრო მცირე ბომბებით გამრავალფეროვნებას გეგმავს, ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს ხელი აიღოს მისი „ცივი ომის მენტალიტეტზე“. „ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ბირთვული არსენალის მფლობელია, უნდა აიღოს ინიციატივა მისდიოს საერთო მიმართულებას, ვიდრე წავიდეს მის წინააღმდეგ“, განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას. შეერთებული შტატების სამხედრო უწყება მიიჩნევს, რომ მისი […]

admin04.02.2018

ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ აშშ „ჩინეთის და რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების“ წინაშე დგას

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ფოკუსირების საგანი ახლა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობაა და არა ტერორიზმი. შეერთებული შტატები „რევიზიონისტი სახელმწიფოების მხრიდან, ისეთი ერთმანეთისაგან განსხვავებული ქვეყნებისაგან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, მზარდი საფრთხეების“ წინაშე დგას, თქვა მატისმა, რითაც მან, როგორც BBC წერს, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გაამჟღავნა. რუსეთისადმი აშკარა მინიშნებისას მან გამაფრთხილებელი […]

admin20.01.2018

შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაიხურა

მას შემდეგ რაც სენატმა თანხმობა არ განაცხადა ახალი ბიუჯეტის მიღებაზე, შეერთებული შტატების მთავრობამ ფედერალურ დონეზე მუშაობა შეაჩერა. კენჭისყრის გამართვამდე რამდენიმე წუთით ადრე სენატში „რესპუბლიკელებსა“ და დემოკრატებს“ შორის გამართული შეხვედრის მიუხედავად, მათ შორის მთავარ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და კანონპროექტმა, რომლის მიღებაც აუცილებელი იყო მთავრობის 16 თებერვლამდე დასაფინანსებლად, ხმების საჭირო რაოდენობა – 60 ხმა – ვერ […]

admin20.01.2018

დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში თებერვალში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ტრამპის ნაცვლად, ლონდონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩავა. ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს. ვიზიტი ლონდონში აშშ-ის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიას ემთხვეოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ის საელჩოს ახალი შენობის „დიდი გულშემატკივარი არ არის”. „ლონდონში ვიზიტი გავაუქმე, რადგან არ ვუჭერ მხარს […]

admin12.01.2018

ტრამპმა პაკისტანი აშშ-ის მოტყუებაში დაადანაშაულა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პაკისტანი შეერთებული შტატების მოტყუებაში დაადანაშაულა, მაშინ როცა მისი თქმით, ისლამაბადი ვაშინგტონისაგან უცხოური დახმარების სახით მილიარდობით დოლარს იღებს. 2018 წელს „თვითერზე“ გაკეთებულ თავის პირველ განცხადებაში მან პაკისტანს ასევე ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში დასდო ბრალი. BBC-ის ცნობით, პაკისტანმა ბრალდებაზე გაბრაზებული რეაქცია გამოხატა და განაცხადა, რომ ყველა ის თანხა, რაც მას აქვს მიღებული, აღრიცხულია და ტრამპის […]

admin02.01.2018

ბარაქ ობამამ სოციალური მედიის „უპასუხისმგებლო“ გამოყენების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა

იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ თავის იშვიათ ინტერვიუში ბარაქ ობამამ სოციალური მედიის უპასუხისმგებლო გამოყენების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. მან გამაფრთხილებლად თქვა, რომ ამგვარი ქმედებები ანადგურებენ ადამიანების კომპლექსური საკითხების გაგებას და ემსახურებიან დეზინფორმაციის გავრცელებას. როგორც BBC წერს, მისი შემცვლელი დონალდ ტრამპი „თვითერის“ ნაყოფიერი მომხმარებელია, მაგრამ ობამას იგი სახელით და გვარით არ უხსენებია. ობამასთან ინტერვიუ „BBC […]

admin27.12.2017

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ უთხრა უარი ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს შეერთებულ შტატებს უკან წაიღოს მის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება. როგორც BBC იუწყება, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის „ანულირებული და ძალადაკარგული“ და ის უნდა გაუქმდეს. რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა და 9-მ წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორ გადანაწილდა გაერო-ს წევრი […]

admin21.12.2017

პუტინმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას „ჩრდილოეთ კორეის ძალიან სახიფათო მდგომარეობის ერთობლივად გადაწყვეტის საკითხები განიხილეს“

ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისული მდგომარეობა განიხილეს ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უჩვეულო მიდგომა გამოხატა პუტინისადმი, მის მიმართ მადლობის თქმით, რაც თავისი რუსი კოლეგის მიერ ამერიკული ეკონომიკის შექებამ განაპირობა. ამერიკის და რუსეთის ლიდერებმა განიხილეს „რამდენიმე კრიზისული ზონის მდგომარეობა და ფოკუსირება გაკეთდა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული […]

admin15.12.2017