Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ უთხრა უარი ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს შეერთებულ შტატებს უკან წაიღოს მის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება. როგორც BBC იუწყება, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის „ანულირებული და ძალადაკარგული“ და ის უნდა გაუქმდეს. რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა და 9-მ წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორ გადანაწილდა გაერო-ს წევრი […]

admin21.12.2017

პუტინმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას „ჩრდილოეთ კორეის ძალიან სახიფათო მდგომარეობის ერთობლივად გადაწყვეტის საკითხები განიხილეს“

ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისული მდგომარეობა განიხილეს ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უჩვეულო მიდგომა გამოხატა პუტინისადმი, მის მიმართ მადლობის თქმით, რაც თავისი რუსი კოლეგის მიერ ამერიკული ეკონომიკის შექებამ განაპირობა. ამერიკის და რუსეთის ლიდერებმა განიხილეს „რამდენიმე კრიზისული ზონის მდგომარეობა და ფოკუსირება გაკეთდა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული […]

admin15.12.2017

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ მაკკეინის ქალიშვილი ანუგეშა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილ მეგან მაკკეინთან სატელევიზიო თოქ შოუს დროს მისი მამის, აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯანმრთელობის შესახებ ნუგეში გამოხატა და მაკკეინის ქალიშვილს რჩევა შესთავაზა მას შემდეგ რაც ვიეტნამის ომის ვეტერანი მრავალგზის სენატორი ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბაიდენის ვაჟი ტვინის კიბოს იმავე დაავადებით გარდაიცვალა, რა დიაგნოზიც მაკკეინს დაუდგინდა. როგორც BBC […]

admin14.12.2017

პრეზიდენტმა ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. „გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, ოფიციალურად იქნეს აღიარებული იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად“, განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპმა მის გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის წინ წასაწევად „დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯი“ უწოდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას, თუკი ეს მოწონებული იქნება ორივე მხარის, ისრაელის და პალესტინელების მიერ. გადაწყვეტილების […]

admin06.12.2017

დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს „ძალიან მაგრად იმუშაოს“ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეებზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს „ძალიან მაგრად იმუშაოს“ იმ მიმართულებით, რომ დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეა უარი თქვას მის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე. მან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დეფიციტზე საუბრისას ასევე თქვა, რომ „არ ადანაშაულებს ჩინეთს“ შეერთებული შტატების „გამოყენებით“. იგი ჩინეთში აზიის ტურნეს ფარგლებში იმყოფება და აღნიშნულის შესახებ პეკინში ბიზნეს ლიდერების […]

admin09.11.2017

დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გააფრთხილა – „ნუ გვცდი ჩვენ“

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი სიტყვით მიმართვისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გააფრთხილა, რომ ნუ შეაფასებს არასათანადოდ ამერიკას და მის მოკავშირეებს. „ნუ გვცდი ჩვენ“, განაცხადა მან, მაშინ როცა ასევე დაგმო ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების „ბნელი ფანტაზია“. მან კიმს თავის სიტყვაში მიმართა და განაცხადა: „ირაღს, რომელსაც შენ იძენ, უფრო უსაფრთხოს კი არ გხდის, […]

admin08.11.2017

სამხრეთ კორეაში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის სამხედრო ძალების ფხენიანის წინააღმდეგ გამოყენება „ღმერთის წყალობით“ არ დასჭირდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას „მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას“ იმის განსახილველად, რომ უარი თქვას მის ბირთვულ პროგრამაზე. როგორც BBC წერს, წინანდელი ცეცხლოვანი რიტორიკისაგან განსხვავებით, ტრამპმა თქვა, რომ მას „ღმერთის იმედი აქვს“, რომ არ დასჭირდება შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ფხენიანის წინააღმდეგ გამოყენება. ტრამპმა განცხადებები სეულში, მის კოლეგასთან, მუნ ძე ინთან გამართულ ერთობლივ […]

admin07.11.2017

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იაპონიას შეუძლია ჩამოაგდოს ჩრდილო კორეული რაკეტები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იაპონიას შეუძლია „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე“ ჩამოაგდოს ჩრდილო კორეული რაკეტები იმ სამხედრო მოწყობილობებით, რასაც ის აშშ-ისაგან ყიდულობს. ამასობაში იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა გზა გადაუჭრას რაკეტებს „თუ საჭიროება“ იქნება. BBC-ის ცნობით, აღნიშნული განცხადებები ლიდერებმა იაპონიაში ტრამპის პირველი სახელმწიფო ვიზიტისას, რეპორტიორებთან გააკეთეს. ორშაბათს, პრესკონფერენციაზე […]

admin06.11.2017

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან „მნიშვნელოვანი“ შეხვედრა დაანონსა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. შესაძლოა გვქონდეს პუტინთან შეხვედრა… ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ უკრაინაზე“, განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „Fox News“-სთან ინტერვიუში. აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტი ვიეტნამის სანაპირო ქალაქ და-ნანგში […]

admin03.11.2017

დონალდ ტრამპი თავს დაესხა „ყალბ მედიას“ და მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტისადმი წარდგენილ ბრალდებებს უპასუხა

დონალდ ტრამპი მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტისადმი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის საგამოძიებო ჯგუფის მიერ წარდგენილ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის „საიდუმლო შეთანხმებას“ ადგილი არ ჰქონია. „ყალბი ახალი ამბები ზეგანაკვეთურად მუშაობს. როგორც პოლ მანაფორტის ადვოკატმა თქვა, „არ ყოფილა საიდუმლო შეთანხმება“ და მოვლენებს, რომელიც აღნიშნული იყო, გაცილებით ადრე ჰქონდა ადგილი, […]

admin31.10.2017