ირანის პრეზიდენტმა გააფრთხილა აშშ, რომ იგი „ისტორიული სინანულის“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი ტრამპი თეირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვა
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიული სინანულის“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი დონალდ ტრამპი თეირანის ბირთვულ შეთანხმებას დაარღვევს. BBC-ის ცნობით, პრეზიდენტმა რუჰანიმ, რომლის სიტყვაც კვირას პირდაპირ ეთერში ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა, განაცხადა: „თუკი ამერიკა დატოვებს ბირთვულ შეთახმებას, ეს მისთვის უცილობლად ისტორიული სინანულის მომტანი იქნება“. მან გამაფრთხილებლად თქვა, რომ ირანს ტრამპის ნებისმიერი გადაწყვეტილების […]