გიორგი კალანდარიშვილი: მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა შემაშფოთებელია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, რომ დაზიანდეს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის 69-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „რამდენიმე წუთია ვრცელდება ინფორმაცია მედია და ინტერნეტ სივრცეში, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა განხორციელდა. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იმის შესაძლებლობას, […]