ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ აქციები და მთავრობის რეაქცია მათზე დარჩეს მშვიდობიანი, – ამის შესახებ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებული მიმდინარე სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ანგარიშებში ისაუბრეს სამართალდარღვევების შესახებ საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის განმავლობაში. ჩვენ ვგმობთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც ხელყოფს თავისუფალი და […]