პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა
საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო […]