ირაკლი კობახიძემ სამი ახალი მინისტრობის კანდიდატი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე კი დავით სონღულაშვილი. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მაკა ბოჭორიშვილი 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით დიპლომატიურ სფეროში. „წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს – […]