საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, ელისეს სასახლეში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, ელისეს სასახლეში შეხვედრის შემდეგ, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარიზში მისი პირველი ვიზიტი, ერთგვარად სახლში დაბრუნების ემოციითაა სავსე. “ჩემთვის ეს დღე ძალიან სიმბოლური დღეა. ეს ჩემი პირველი ორმხრივი ვიზიტია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბრიუსელის შემდეგ, რაც ნიშანდობლივია, რომ ევროპის ინსტიტუტების შემდეგ, […]