საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრ მიხაელ კრეჩმერს შეხვდა
საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე, მიხაელ კრეჩმერმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა დრეზდენის გალერეის დაკარგული ექსპონატის, პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დაბრუნებისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს რამდენიმე თვის წინ, თბილისში ვიზიტისას გადასცა. საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას […]