გიორგი გახარია: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი ხაზგასმაა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი ხაზგასმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და განსაკუთრებით აღნიშნეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მედლინ მუნმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფების მტკიცე […]