გარდაბნის მუნიციპალიტეტმა თეთრიწყაროში გამართულ კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ქვემო ქართლის რეგიონმა წელს პირველად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში აქტიურად მონაწილეობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტი. სპეციალურად მოწყობილ პავილიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თვალსაჩინო ექსპონატები იყო წარმოდგენილი. მსმენელის წინაშე ტრადიციულად წარსდგა ანსამბლი „ბეთანია“, რომელთა შემოქმედებაც გულგრილს არავის ტოვებს. ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა. ქვემო […]