გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს
საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ უწევს პასუხი გასცეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული პირების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ არასწორ განცხადებას. საქართველოს პროკურატურამ კანონით დადგენილი პროცედურებით გამოხატა ბრალდების მხარის პოზიცია, როდესაც მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დაიწყო სისხლის სამართლის დევნა ბრალდებულთა მიმართ. გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. პროკურატურა […]