თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა განიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და უწყების შემდგომი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს სხდომაზე […]