„ევროპელი სოციალისტების პარტია“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია საქართველოში გაიგზავნოს
ევროპარლამენტარები „ევროპელი სოციალისტების პარტიიდან“(PES) მხარს უჭერენ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას. „ჩვენ მივესალმებით ამ ნაბიჯს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისკენ. ეს მისია, რომელსაც უხელმძღვანელებენ ჩვენი კოლეგები სოციალისტების და დემოკრატების ალიანსიდან და ევროპის სახალხო პარტიიდან, დიდ წვლილს შეიტანს ამ საქმის არსებითი მხარის […]