პარლამენტის გამოკლებული წევრის, კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის, ვალერი გელაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის, კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის, ვალერი გელაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების […]