Wednesday, 29 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, სპეციალური კომერციული რეისები ეტაპობრივად შედგება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთიდან უახლოესი სპეციალური ავიარეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ, მსოფლიოში არსებული ამ რთულ ვითარებაში, გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობა და ამ დრომდე სამაგალითოდ შეძლო ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ზომების გატარება, რაც აღიარებულია პარტნიორების მხრიდან. „ძვირფასო თანამემამულეებო, სრულად ვაცნობიერებთ, რომ არსებულმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები; ბევრი მათგანი ვერ ახერხებს […]

admin23.03.2020

დავით ზალკალიანი: „მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს“

ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია და გახსნილი იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა არიან, მაქსიმალურად დავეხმაროთ და ამაში ჩართული გვყავს ასევე საერთაშორისო პარტნიორები, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მინისტრის განცხადებით, ეფექტიანი ქმედების და დახმარების შესაძლებლობას ზღუდავს ის, რომ საოკუპაციო რეჟიმს ჩაკეტილი და ბლოკირებული აქვს გადასასვლელი პუნქტები, რაც ჰუმანიტარულ სიტუაციას ძალიან ართულებს. “არის […]

admin23.03.2020

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში იკრძალება ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები

საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილებით, საქართველოში იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან. მაგალითად, როგორიც არის ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები. ასევე, დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია. „იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. […]

admin23.03.2020

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი კიდევ გადაიდო

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი კიდევ გადაიდო, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ #181-ე დადგენილებაშია. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ 23 მარტით არის დათარიღებული. „საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში). 2020 წლის 21 აპრილამდე […]

admin23.03.2020

[ვიდეო] ლიბერთი ბანკი, საკუთარი რესურსით 100 მლნ ლარიან პროგრამას იწყებს პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით

ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი განმარტებას აკეთებს თუ როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა წინასწარ და როგორ შეძლებენ 70 წლის და ზევით ჩვენი თანამემამულეები ამ თანხებით სარგებლობას. “ლიბერთი ბანკის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე […]

admin23.03.2020

სწრაფი ტესტებით მოსახლეობის მიზნობრივი კვლევა ოთხშაბათიდან დაიწყება

ხვალ საქართველოში უკვე ველოდებით სწრაფი ტესტების შემოტანას, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. „ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება, რაც ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს იმისათვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება 4-ეტაპად: ხვალ, 27 მარტს და ბოლო შემოტანას 5 აპრილისთვის ველოდებით. ტესტების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

admin23.03.2020

ნათია თურნავა: ფრენასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული მთავრობასთან, რათა საქართველოში დაბრუნებულები კარანტინით იყვნენ უზრუნველყოფილნი

აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა, რაც მსოფლიოს დაუდგა, ურტყამს მათ შორის ავიაციას და ავიაკომპანიებს, მაგრამ დღეს თავისი კომერციული ინტერესი ყველამ უკან უნდა გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ავიაკომპანია “აირზენას” განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით,  ფრენასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული მთავრობასთან, რათა საქართველოში დაბრუნებულები კარანტინით […]

admin23.03.2020

საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ტექნიკა მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე გამთენიისას შევიდა. მთელი ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის პირადმა შემადგენლობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან […]

admin23.03.2020

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ […]

admin23.03.2020

მთავრობა მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს აწესებს

ამ დროისათვის, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი, თუმცა კარანტინში იმყოფება 3254. მოგეხსენებათ, 21 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, ეს გახლავთ ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ერთი ინფიცირებული ადამიანი და მისი ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, რომლისთვისაც […]

admin23.03.2020