Saturday, 19 September 2026
$ 2.61
2.99
£ 3.48
0.03
0.05

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი ორმა პაციენტმა, მათ შორის 2 წლის ბავშვმა დაამარცხა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი ორმა პაციენტმა, მათ შორის 2 წლის ბავშვმა დაამარცხა, – განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა. „17 პაციენტიდან ორი გამოჯანმრთელებულია და ეს არის ძალიან კარგი ამბავი. გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ერთი არის ორი წლის ბავშვი. რაც შეეხება COVID-ინფიცირებულებს, ზოგადად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი პაციენტი რჩება ორმხრივი პნევმონიით, შედარებით საყურადღებო სტატუსით. ასევე, ერთი ბავშვი დაგვემატა, მაგრამ ეს ჩვენთან […]

admin11.04.2020

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის და მის ფართო გამოყენებამდე მეოთხე ეტაპის გამოტოვება შეიძლება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის და მის ფართო გამოყენებამდე მეოთხე ეტაპის გამოტოვება შეიძლება, – განაცხადა „TV პირველის“ ეთერში კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა, გიორგი ბაბუაძემ, რომელიც თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობდა. „ვაქცინის შექმნის შემდგომი ეტაპი არის პრეკლინიკური ფაზა. ანუ ლაბორატორიიდან გადავდივართ უკვე ცხოველებზე, ცხოველურ მოდელებში გამოცდაზე. თუ მივიღეთ კარგი პასუხები ცხოველური მოდელებიდან, გადავდივართ უკვე ადამიანების მოკლე კოჰორტის გამოცდაზე, რასაც ჰქვია კლინიკური ფაზა. […]

admin11.04.2020

ირაკლი ღარიბაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ხალხის დახმარება და მათზე ზრუნვაა“

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა COVID 19-ის წინააღმდეგ 100 მილიონი ლარი ჩარიცხა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ქართველი ხალხის დახმარება და მათზე ზრუნვაა“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „POSTV“-ის გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“. ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ვრცლად ისაუბრა და განმარტა, რომ ხელისუფლების წარმატება პირველ რიგში ბიძინა […]

admin11.04.2020

შიდა ქართლიდან კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ექვსი ანალიზის ყველა პასუხი უარყოფითია

კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში შიდა ქართლიდან გაგზავნილი 6 ნიმუშის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსზე აღებული ანალიზები, ინფიცირებულ სპორტსმენთან და სომხეთში ინფიცირებული 53 წლის მამაკაცთან კონტაქტებს უკავშირდებოდა. გრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი საკონტროლო პუნქტებზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში თერმოსკრინინგი 6000- მდე პირმა გაიარა. გასული დღე-ღამის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის დარღვევისთვის შიდა ქართლში 5 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.  

admin11.04.2020

საქართველოში კორონავირუსი 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 56 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 56 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება. stopcov.ge-ს ინფორმაციით, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 3-ს შეადგენს.

admin11.04.2020

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მყისიერ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ვიდეოკონფერენცია გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა. ღასან ხალილმა მაღალი შეფასება მისცა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მყისიერ ნაბიჯებს და საქართველოს განათლების, […]

admin11.04.2020

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია

მოსწავლეების საქართველოში დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომელიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა. მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, […]

admin11.04.2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეიდან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. სრული კარანტინის პირობებში, მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გადაადგილდეს აუცილებელი საჭიროებებისათვის. „მოგეხსენებათ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი, დადასტურდა 4 შემთხვევა, […]

admin10.04.2020

პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, 112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება. ტელემედიცინის მომსახურების გაძლიერებასა და COVID-19-თან ბრძოლის პროცესში 112-ის მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 112 დღეს COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი გახდა, რადგან ის […]

admin10.04.2020

სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სამწუხაროდ, საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. იმნაძის თქმით, ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში გარდაიცვალა და ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს. უცხოეთში COVID-19-ით საქართველოს 6 მოქალაქეა გარდაცვლილი.

admin10.04.2020