თბილისის საბავშვო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 12 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნული კატეგორიებია: 1)ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; 2)სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); 3)სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; […]