Wednesday, 29 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.64
0.04
0.06

პაატა იმნაძე: „ღიად ვამბობთ, რომ ქვეყანაში არის კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა ნამდვილად არსებობს. მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რატომ არ ხდება საქართველოში საყოველთაო ტესტირება და არის თუ არა დაუდგენელი შემთხვევები ნაღმი ქვეყნისთვის, მან ჟირინოვსკის სიტყვები გაიხსენა. „დაუდგენელი შემთხვევები რომ ნაღმი იყო ქვეყნებისთვის, ეს აჩვენა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ. ამას ღიად […]

admin06.04.2020

თეა წულუკიანი: „თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურება განახლდა“

თბილისში სამ ლოკაციაზე სანოტარო მომსახურება განახლდა, – აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება თითო ლოკაციაზე შეიძლება. „დღეს დილიდან თბილისში სამ ლოკაციაზე განახლდა სანოტარო მომსახურების გაცემა. ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის ქუჩაზე, ეროვნული არქივი საბურთალოზე და ქორწინების სახლი იუსტიციის სახლის შენობაში. ასევე თითო ლოკაციაზე შესაძლებელია სანოტარო […]

admin06.04.2020

მიხეილ ჩხენკელი: „ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“

ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კონსულტაციებს წამყვანი სპეციალისტებისგან იღებენ.

admin06.04.2020

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330 მოქალაქე რჩება.

admin06.04.2020

ნინოწმინდაში, კარანტინის წესებისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ შეხვედრა გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, კარანტინის წესებისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ საინფორმაციო სამუშაოები გრძელდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მერმა ანი მოსოიანმა , საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა მოადგილეებთან ერთად, საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ტიგრან ეღოიანმა, სასწრაფო დახმარების უფროსმა ქრისტინე არზუმანიანმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მომუშავე პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, სოფლის ექიმებთან, სადაც განიხილეს არსებული პრობლემები, შექმნილი […]

admin05.04.2020

საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი რეისები განსაზღვრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 აპრილს პარიზი-თბილისის ავიარეისი, 18 აპრილს – თელავივი-თბილისის რეისი, 21 აპრილს – რომი-თბილისი რეისი შესრულდება. აღნიშნულ რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს. „ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო […]

admin05.04.2020

საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ გარდაცვალებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 81 წლის ქალია. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა შეყვანისთანავე უკიდურესად მძიმე იყო, რასაც თანმხლები დაავადებები განაპირობებდა. „ქალბატონი გადმოყვანილი იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი […]

admin05.04.2020

გიორგი გახარია: ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა პირველი ზარი უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ

ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა პირველი ზარი უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ – რიგითი მოქალაქე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან, თუ ყველა ერთად არ დავირაზმეთ, უხილავ მტერთან საბრძოლველად, სხვანაირად შეუძლებელია; ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრისას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსთან […]

admin04.04.2020

ამირან გამყრელიძემ ახსნა, როგორ უნდა გაპატიოსნდეს გვამი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შაბათს გამართულ ბრიფინგზე ახსნა, „კოვიდ-19-ით დაინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში როგორ უნდა გაპატიოსნდეს გვამი“. „ამისთვის სპეციალური ჩანთები არსებობს, და არის ეს ქვეყანაში, სადაც თავსდება შესაბამისი დამუშავებით გვამი, შემდგომ ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში, სათავსოში და უკეთდება მას შესაბამისი მისანიშნებელი ნიშანი. გვამის დროებითი […]

admin04.04.2020

ვიდეო – ლიბერთი ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს 500 000 ლარით აფინანსებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთი კვლავაც რჩება სახელმწიფო უწყების გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში წლების წინ დაწყებულ საქმეს – ქვეყნის მასშტაბით არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში. ლიბერთი სახელმწიფო ზრუნვაში […]

admin04.04.2020