Tuesday, 13 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

დავით ზალკალიანი: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება საქართველოს მიმართ „ძალიან არაკორექტული იყო“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის მიერ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეტანის შემდეგ ერევანში საქართველოს საელჩოსთან სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან განხორციელდა კომუნიკაცია და მინისტრის სახელით გამოითქვა წუხილი მომხდარის გამო. „პირველი რეაგირების სახით, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, რომ მათ ოფიციალურ „ფეისბუქის“ საიტზე უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადება […]

admin24.05.2020

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება.  მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.  „ეს არის მონაკვეთი ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, რომელიც დროებით ჩაკეტილი იყო, რადგან მიმდინარეობდა საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა და ასფალტის ბოლო ფენის დაგებისთვის მომზადება. დღეს, უკვე  ეს […]

admin23.05.2020

ლევან დავითაშვილი: „კორონა ვირუსიდან გამომდინარე მომავალი რთველი, ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება“

პანდემიის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მინისტრმა, ტერეზა ბელანოვამ განიხილეს.შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების კომისიის ვიცეპრეზიდენტი პაოლო დე კასტრო, იტალიის სავაჭრო, ინდუსტრიის, სახელოსნო და სოფლის მეურნეობის პალატების გაერთიანების ვიცეპრეზიდენტი და კაზერტას სავაჭრო პალატის […]

admin23.05.2020

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული, ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ერთიანი მომსახურების ცენტრი სრულად იცავს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო […]

admin23.05.2020

დღეიდან თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, 23 მაისიდან, თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა. თუმცა, ყაზარმული რეჟიმის გაუქმების მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალები კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტიდან გადავიდა. შესაბამისად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეწყდა სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნა, შვებულებაში გასვლა და სამხედრო […]

admin23.05.2020

ნინო ბურჯანაძე: „პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ ციხეში არ უნდა ჩასვა, ეს სააკაშვილმა იცოდა, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით დამიჭერდა“

„პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ ციხეში არ უნდა ჩასვა, ეს სააკაშვილმა იცოდა, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით დამიჭერდა”, –  განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში. „სააკაშვილის დროს, პრაქტიკულად, არც ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში არ იჯდა. პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ ციხეში არ უნდა ჩასვა, ეს სააკაშვილმა იცოდა, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით დამიჭერდა. ივანიშვილი ვერ მიხვდა […]

admin23.05.2020

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცახდა, რომ სომხეთის ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა. მინისტრის განცხადებას სომხური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა. „ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი“, – აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ სომხეთი დაინტერესებულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი […]

admin23.05.2020

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან საქმიანობა გააგრძელოს, როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში. „15 ივნისიდან ნამდვილად არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ მე საქმიანობა გავაგრძელო როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე […]

admin22.05.2020

ლევან დავითაშვილი: „დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები დიზელის საწვავის შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათს იღებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას დამატებითი განმარტებები მიეწოდოს აგროდიზელის ფასებთან დაკავშირებით, რათა გარკვეულ სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი. „დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. […]

admin22.05.2020

ილია მეორე: „როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, უარს არ გეტყვით“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მრევლს, სრულიად საქართველოს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღე მიულოცა. ილია მეორემ წმინდა წმინდა ნიკოლოზის შესახებ იქადაგა, თუ რამდენად სასწაულმოქმედია და შემწეა მათი, ვინც წმინდა ნიკოლოზს თხოვნით მიმართავს. “წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე – მშობელია, მოწყალე მამაა, თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანს წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია. არ ყოფილა შემთხვეა, რომ […]

admin22.05.2020