Saturday, 14 November 2026
$ 2.59 ▼
€ 2.86 ▼
£ 3.43 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადი და შადრევნები პირვანდელი სახით აღდგება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიატაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, შპს LMC-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.  მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დამუშავდება კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები.  „პროექტის ფარგლებში, კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება […]

admin03.06.2020

ირაკლი ღარიბაშვილი: „20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით, მე ეს პრობლემა მოვაგვარე“

„ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია“ – ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რაც ჯარისკაცების სრულფასოვან კვებას ეხებოდა, მან მოაგვარა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ეთერის საშუალებით მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის გავაკეთო რამდენიმე განმარტება ნეგატიურ თემებზე, რომელიც ჩემ ირგვლივ […]

admin03.06.2020

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 65-მა კადეტმა დაამთავრა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეცხრე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ, ლიცეუმის თანამშრომლები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ. კადეტების გამოსაშვებ ღონისძიებას თავდაცვის ძალების, დასავლეთ სარდლობისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი […]

admin03.06.2020

აშკალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი: ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ, ცოცხლად უყურონ მასწავლებელს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი სუზანა ენოკიანი აცხადებს, რომ მასწავლებლის პროფესია მე-9 კლასში აირჩია და ამ პროფესიისადმი სიყვარული მისმა პედაგოგებმა, განსაკუთრებით კი მათემატიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ვარტიტერ ხეჩოიანმა განაპირობა. GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სუზანა ენოკიანი 2002 წელს აშკალის საჯარო სკოლის დამთავრების […]

admin03.06.2020

საქართველოში კორონავირუსით მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. გარდაცვლილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდანაა. პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი ქვეყანაში სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა.

admin03.06.2020

მიხეილ ჩხენკელი: „სამინისტრომ ხელი შეუწყო არამხოლოდ კრიზისული ვითარების დაძლევას, არამედ განათლების მიღების ახალი შესაძლებლობებიც შექმნა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OECD) და განათლების ინტერნაციონალის (EI) მიერ ორგანიზებულ „ვირტუალურ საერთაშორისო სამიტში სწავლების პროფესიის შესახებ (ISTP)“ მიიღო მონაწილეობა. განათლების სფეროში COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. „მადლობას მოგახსენებთ მნიშვნელოვანი სამიტის ორგანიზებისათვის! დარწმუნებული ვარ, ინფორმაციის […]

admin02.06.2020

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობების გარდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ […]

admin02.06.2020

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე – „მეწარმე ქალი – კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული […]

admin02.06.2020

თავდაცვის მინისტრმა SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.  მინისტრმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანს, შტეფან ანიჰოფერს ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისა და  ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  უწყებრივი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, მისი განხორციელების პროცესში საერთაშორისო  ექსპერტების […]

admin02.06.2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორივე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა. კორონავირუსი გუშინ დადასტურებული ოჯახის კიდევ ორ წევრს დაუდგინდა, ინფიცირებულები არასრულწლოვნები არიან.

admin02.06.2020