იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისთვის სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისთვის სანქციები მკაცრდება. ცვლილებების თანახმად: 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 200 […]