საქართველო

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ცხრა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

admin 08.06.2020

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 810 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 683-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2915  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 237.