საქართველოში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა მარტივდება
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს ახალ ინიციატივას, რომელიც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის […]