მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული […]