ანა დოლიძის საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყება
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ერთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა. როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, გამოძიებას მან დეტალურად მოახსენა წერეთლის გამზირი N105-ში მომხდარი ინციდენტის შესახებ და დაასახელა ის პირები, ვინც შესაძლოა გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმაროს. დოლიძის თქმით, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გამოძიება სისხლის […]