მარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა ამოქმედდა
საქართველოს მთავრობის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა „მზა ჩითლი” ამოქმედდა. სანერგე მეურნეობაში, „ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, 2.8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 365 000 ლარი გრანტია, ხოლო 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი. ნერგების რეალიზაცია მოხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. დღეის მონაცემებით, „ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, სახელმწიფოს მხარდაჭერით ამოქმედდა 225 ახალი და […]