კახა კალაძე: მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობისა და მიმდებარე ტერიტორიების ტყე, რაც გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას
მთაწმინდის პარკში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე, რომელიც ფონდის, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა წარადგინეს. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და დამსწრე […]