თავდაცვის ძალების სამხედრობი გერმანული, მსოფლიო ბრენდის „ჰაიქსის“ ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღიჭურვნენ
საქართველოს თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვის პროცესი. სამხედროები ზაფხულში, ასევე მსოფლიო ბრენდის „ლოვას“, ხოლო ზამთარში „ჰაიქსის“ მაღალყელიან ფეხსაცმელს გამოიყენებენ. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვივნენ, სადაც სამწყობრო მოედანზე პირად შემადგენლობის გერმანული კომპანია „ჰაიქსის“ წარმოების უმაღლესი […]