თავდაცვის მინისტრმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს საჩუქრად ექსპონატები გადასცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მუზეუმს საჩუქრად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა. კასპში მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმში დაცული ექსპონატები – გენერლის მემორიალური ნივთები, […]