თბილისის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს
დედაქალაქის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს, რომელიც საზოგადოებას დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ წარუდგინა. პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიულ სწავლებას და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს. დაინტერესებულ პირებს 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.dasakmdi.ge სწავლება სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე წარიმართება და 15 ნოემბრიდან დაიწყება. მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობაა 2 თვე. პროგრამის ფარგლებში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, კოლეჯი „იკაროსი“, კოლეჯი „მერმისი“ და კოლეჯი „სპექტრი“ 30-ზე მეტი მიმართულებით ასწავლიან. […]