1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 413-ით გაიზარდა და ის 25 104-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 28-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა […]