ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი დოკუმენტი მოამზადეს, რომლის თანახმადაც, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. მათი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ძალადობის პირობებში ჩატარდა და მისი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ ის პარტიებიც, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში. „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის […]