Saturday, 20 June 2026
$ 2.65
3.04
£ 3.51
0.04
0.06

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. არჩევნები COVID-19-თან  დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.  საარჩევნო უბნები ავღანეთში დილის რვა საათზე  ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში და გერმანულ ბაზა „მარმალზე“გაიხსნა. ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შტაბის ბაზაზე დისლოცირებული  სამხედროები კი, საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ საკუთარ […]

admin31.10.2020

ირაკლი კობახიძე: „ბოლნისში, შეინიშნება ზონდერჯგუფების მობილიზება; პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი“

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება. მისი ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი. „თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია. ამ მონაპოვარის გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის, თითოეული პოლიტიკური პარტიისა და […]

admin31.10.2020

აშშ-ის ელჩი: ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია. “ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის მიანდობს ქვეყნის მართვას. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და არა შედეგზე. “სამართლიანი არჩევნები ნიშნავს, […]

admin31.10.2020

31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.     31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 38 936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 881-ით გაიზარდა და ის 22 691-ს შეადგენს.   ახალი მონაცემებით, 22-ით გაიზარდა ქვეყანაში […]

admin31.10.2020

შსს – 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე. მისი თქმით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. „როგორც საზოგადოებას უკვე […]

admin31.10.2020

გიორგი გახარია: „ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მმართველი პარტიის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ თავის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება“ და მან ხმა „მომავალს“ მისცა. „წინასაარჩევნო გარემო, კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად […]

admin31.10.2020

დღეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ  და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათისთვის მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად, სადაც სრულად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. რაც შეეხება სტაციონარულ […]

admin31.10.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას; არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის […]

admin30.10.2020

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში  სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს […]

admin30.10.2020

პარიზის მერი კახა კალაძეს: მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს აკავშირებს, ახალი პროექტებით კიდევ უფრო გამდიდრდება

პარიზის მერი ან იდალგო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისელ კოლეგას, კახა კალაძეს მადლობის წერილს უგზავნის.  წერილში იდალგო თბილისსა და პარიზს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.  „მსურს, მადლობა გადაგიხადოთ მოსალოცი წერილისთვის, რომელიც პარიზის მერის პოსტზე ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით გამომიგზავნეთ. თქვენი წერილი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს,  საფრანგეთსა და საქართველოს აკავშირებს, […]

admin30.10.2020