13 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 13 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 73 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 342-ით გაიზარდა და ის 55 511-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 37-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა […]