Friday, 15 May 2026
$ 2.68
3.14
£ 3.62
0.04
0.06

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წლის მარტში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, პირველ კვარტალში კი სავაჭრო ბრუნვა 16%-ზე მეტით არის გაზრდილი

2025 წლის მარტში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობამ 566 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა. როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, ასევე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება პირველი კვარტლის მონაცემებით – იანვარ-მარტში ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა და 1401.2 მლნ […]

admin14.04.2025

განათლების მინისტრმა ენათმეცნიერები და ქართული ენის პედაგოგები დააჯილდოვა

14 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუმრებს ქართული ენის დღე მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა. ალექსანდრე წულაძე:  „გილოცავთ ქართული ენის დღეს, რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავთ და ამით […]

admin14.04.2025

„აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვასა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით […]

admin14.04.2025

Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სააღდგომოდ, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback და Visa, მომხმარებლებს გაზრდილ ქეშბექს სთავაზობს. აქციის ფარგლებში, 13-დან 18 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელებს საშუალება ექნებათ გადახდილი თანხის 60%-მდე მომენტალურად დაიბრუნონ. მათ ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, ერთი ხელის მოსმით შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG  აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტებია: 13–14 აპრილი – ძველი სუფრა – 60% ქეშბექი – […]

admin11.04.2025

ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“. მთავრობის მეთაურმა თურქეთს ფორუმის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც მულტიპოლარულობა უქმნის ქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ასევე არის შესაძლებლობა პატარა ქვეყნებისთვის, გააღრმავონ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. „საქართველო სტრატეგიულად ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ის […]

admin11.04.2025

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”

2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა. როგორც საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ განაცხადა, საბერძნეთის პარლამენტის […]

admin10.04.2025

აზიის განვითარების ბანკი – საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 6%-ით გაიზრდება, 2026 წელს 5%-ით

საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია, კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელების განვითარების გზით, – ამის შესახებ ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აზიის განვითარების 2025 წლის აპრილის პროგნოზი — ADB-ის მთავარი ეკონომიკური მიმოხილვა, ვარაუდობს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი […]

admin09.04.2025

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი ლაშა გოგნიაშვილი წარუდგინა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი წარუდგინა. ამ დრომდე ლაშა გოგნიაშვილს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ […]

admin07.04.2025

პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გასული წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და მათი გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ გაწეული საქმიანობისთვის თორნიკე რიჟვაძეს მადლობა გადაუხადა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილს წარმატებები უსურვა. […]

admin07.04.2025

ირაკლი კობახიძე: გელათში ჩატარებული სამუშაოები გათვლილია იმ შედეგზე, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა ჰქვია

გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გელათი საუკუნეების განმავლობაში იყო და რჩება საქართველოს სულიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად. […]

admin05.04.2025