Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

იანვარ-ივნისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1,971.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

2025 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,145.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.0%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,971.0  მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 3.8%). 2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.2%-ით განისაზღვრა და 173.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0%-ით მეტია. სტატისტიკის […]

admin21.07.2025

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 934.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 234.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 13.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 12.4 პროცენტი […]

admin21.07.2025

ეროვნული ბანკი: CIPS-ი განიხილება, როგორც გადახდების დამატებით საშუალება, რეგიონული დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა – SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა

ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემასთან (CIPS) თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალ შესაძლებლობებს ქმნის სისტემაში ჩართული ბანკებისთვის, გააუმჯობესონ გადარიცხვების ეფექტიანობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობით დაკავებული კომპანიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, CIPS სისტემით შესაძლებელია შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე პირდაპირი ტრანზაქციები იუანით, რაც ამცირებს ხარჯებს გადახდის განხორციელების დროს. სებ-ის […]

admin18.07.2025

მარიამ ქვრივიშვილი და ილჰამ ალიევი შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა ახალი სტრატეგიული პროექტების განსახორციელებლად

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები და მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განსახორციელებლად. […]

admin11.07.2025

ლიბერთი ბიზნესისთვის: პირველი Android EFTPOS ტერმინალი სალაროს ფუნქციონალით

დღეიდან ლიბერთი ბანკმა, BS/2 Georgia-სთან პარტნიორობით, თავისი ბიზნეს  მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი  პროდუქტი – ფისკალური Android POS ტერმინალი წარადგინა, რომელიც საბარათე გადახდებისა და სალარო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას ერთ მოწყობილობაში აერთიანებს.  ფისკალური Android POS აღჭურვილია თანამედროვე უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიით და მხარდაჭერილია საერთაშორისო გადახდის სისტემებით,როგორიცაა Visa, MasterCard და UnionPay. აღნიშნული ტერმინალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს როგორც ნაღდი, ისე […]

admin11.07.2025

ეროვნულმა ბანკმა „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო

საქართველოს ეროვნულის ბანკის ინფორმაციით, მარეგულირებელმა „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო. „საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს. დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან […]

admin10.07.2025

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა. დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ […]

admin09.07.2025

GST Legal – სამართლებრივი სტრატეგიის ძალა, რომელიც ქმნის სხვაობას და ამართლებს კლიენტების ნდობას

GST Legal-ის საქმიანობის საფუძველი მარტივია, თუმცა მნიშვნელოვანი საწყისი აქვს: იურიდიული მხარდაჭერა უნდა იყოს სწრაფი, ეფექტურიდა კლიენტის ინტერესებზე  მორგებული, რაც არა მხოლოდ არსებულ პრობლემას აგვარებს, არამედ სამომავლო წინაღობების პრევენციას ქმნის. უკვე ერთი წელია, რაც GSTlegal-ის გუნდმა საქმიანობა აქტიურად დაიწყო. განვლილი წელიჩვენი კომპანიისთვის დინამიურად მზარდი და მრავალფეროვანი იყო. გუნდი აქტიურად მუშაობდა როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ და ბიზნეს […]

admin08.07.2025

ეროვნული ბანკი: მაისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 6.0%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.4%-ით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ცენტრალური ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7543-დან 2.7424- მდე, ანუ 0.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 3.0894-დან 3.0976-მდე, ანუ 0.3%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7334 და 3.0969 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში […]

admin08.07.2025

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში […]

admin08.07.2025