შსს: ავლაბარში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ ახალგაზრდა მამაკაცს შვიდი პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული ნ.წ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში დღის […]