საქართველო

62-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე საველე წვრთნები დაასრულა

admin 15.04.2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა 12-დღიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დაასრულა. დასკვნითი სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასწავლო სასროლეთზე ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 62-ე საარტილერიო ბატალიონმა სამანევრო ქვედანაყოფების საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა და საბრძოლო რაკეტების გამოყენებით პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო რეიდი განახორციელა.

საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.