Saturday, 29 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც მხარეებმა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და თავდაცვის სფეროში ლატვიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ეგილს ლევიტსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ […]

admin08.04.2021

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ სამ მედიკოსს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მ.ბ-ს გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მ.ბ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 მარტს ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა […]

admin07.04.2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ​დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ​დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს და ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას […]

admin07.04.2021

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ხარების დღესასწაულზე (07.04.2021)

ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ხარებობას! ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეურთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციერ სამყაროს. უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ […]

admin07.04.2021

თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

თბილისის მერია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროექტის კონცეფციის შექმნაზე, ტენდერის საფუძველზე, ესტონურმა კომპანიამ იმუშავა. მისივე თქმით, პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები. „პროექტის კონცეფციის შექმნაზე […]

admin07.04.2021

ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველ სამუშაო ვიზიტად ლატვიის რესპუბლიკას ესტუმრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ვიზიტი ლატვიელ კოლეგასთან, არტის პაბრიკსთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და ძლიერი პარტნიორობა. მან ლატვიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე […]

admin07.04.2021

პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 391 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 391 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 154 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების […]

admin07.04.2021

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ყოველდღიური შრომით, თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტსგააკეთებს. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი. ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, […]

admin07.04.2021

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

admin06.04.2021

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის

რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.

admin06.04.2021