Saturday, 29 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

მეორე განახლებულმა „სუ-25“-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო შესაძლებლობების აღდგენა და განახლება აქტიურად მიმდინარეობს. რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა თავდაცვის ძალების კუთვნილმა მეორე განახლებულმა „სუ-25“-მაც. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაპირებისამებრ, პირველი მოდერნიზებული თვითმფრინავის „სუ-25“-ის რემონტის შემდგომი პირველი საგამოცდო ფრენა 6 მარტს განხორციელდა, ხოლო მეორე საფრენი აპარატის გამოცდა დღეს მოხდა. […]

admin13.04.2021

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2013-2017 წლების პერიოდში, ცრუ მოწმეების გამოყენებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთების მიღება განხორცილდა სახელმწიფოსაგან მიწის რეფორმის ფარგლებში, უკანონოდ დაირეგისტრირა მცხეთის მუნიციპალიტეტში […]

admin13.04.2021

ვასილ ხოდელი: ლიბერთის ნებისმიერი სასესხო პროდუქტი, მათ შორის უფროსი თაობის მომხმარებლის მიერ აღებული სესხი, გაიცემა საბაზრო პირობებით

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავეცით პასუხები იმ შეკითხვებს, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, – ამის შესახებ ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა. “კერძოდ, ჩვენს მიმართ დასმულ ორივე შეკითხვაზე გვაქვს მკაფიო პასუხი. ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აქვთ არჩევანის თავისუფლება აიღონ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უფროსი თაობის […]

admin12.04.2021

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და მიმდინარე რეფორმების პროცესისადმი. მარკ რუტე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისადმი ნიდერლანდების სამეფოს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. „თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი […]

admin12.04.2021

„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 385 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით –დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 385 ფაქტი გამოვლინდა. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის […]

admin12.04.2021

საქართველოს მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება

საქართველოს მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში […]

admin09.04.2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას ვილნიუსში შეხვდა

ლიეტუვას რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ლიეტუვას ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას არვიდას ანუშაუსკასმა უმასპინძლა. კოლეგასთან საუბრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში […]

admin09.04.2021

კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. დედაქალაქის მერი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. “9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 […]

admin09.04.2021

კახა კალაძე: ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონაში ევაკუაციის აუცილებლობა არ არის

თბილისის მერი კახა კალაძე, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაშიმიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ ფერდზე მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ დაიწყო, ხოლო მისი გააქტიურების პირველივე დღეებიდან, თბილისის მერიამ, სპეციალისტებთან ერთად, საპრევენციო ღონისძიებები მყისიერად დასახა. „პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ათეულობით წლების. ამ პრობლემას სჭირდება მოგვარება, რათა მომდევნო […]

admin08.04.2021

მთავრობის დადგენილებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება

საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება, – შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით […]

admin08.04.2021